მანქანის გაფუჭება ან ავარია გზაში ნებისმიერ მძღოლს შეიძლება დაემართოს. ასეთ სიტუაციაში ყველაზე უსაფრთხო და სწრაფი გამოსავალი ხშირად ევაკუატორის გამოძახებაა. ბევრ მძღოლს ჰგონია, რომ შესაძლებელია მანქანის თვითონ გადაყვანა, თუმცა ხშირად ეს უფრო დიდ პრობლემას იწვევს.
1️⃣ მანქანა აღარ იქოქება
ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი, რატომაც მძღოლები ევაკუატორს იძახებენ, არის სიტუაცია როცა მანქანა საერთოდ აღარ იქოქება.
ამის მიზეზი შეიძლება იყოს:
- აკუმულატორის პრობლემები
- სტარტერის დაზიანება
- ელექტრო სისტემის გაუმართაობა
- საწვავის მიწოდების პრობლემა
თუ მანქანა გზაში გაჩერდა და აღარ იქოქება, უმჯობესია არ სცადოთ მისი ბუქსირით გადაადგილება. ასეთ შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო გამოსავალია ევაკუატორის სერვისის გამოძახება, რომელიც მანქანას უსაფრთხოდ გადაიყვანს დანიშნულ ადგილამდე.
თუ გჭირდებათ დეტალური ინფორმაცია ევაკუატორის სერვისზე, შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი გვერდი: ევაკუატორი ბათუმი ბალუ
2️⃣ ავარია ან მანქანის დაზიანება
ავარიის შემდეგ მანქანის გადაადგილება ხშირად საშიშია. ასეთ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია, ევაკუატორის სერვისი, თუმცა აუცილებელია ნახოთ კარგი და სანდო კომპანია რომელიც სწრაფად და უსაფრთხოდ უზრუნველყოფს თქვენი ევაკუატორის ტრანსპორტირებას.
დაზიანება შეიძლება შეეხოს:
- საბურავებს
- საჭის სისტემას
- ძრავს
- სავალი ნაწილს
ასეთ შემთხვევაში მანქანის მოძრაობა შეიძლება კიდევ უფრო მძიმე დაზიანებას გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ ევაკუატორი არის საუკეთესო გამოსავალი, რადგან ავტომობილი უსაფრთხოდ გადაიყვანება სერვისცენტრში.
თუ თქვენი ავტომობილი გაგიფუჭდათ ბათუმიდან თბილისის მიმართულების გზაზე მაშინ აცუილებელია სწორი ევაკუატორის არჩევა რომელსაც გთავაზობთ ევაკუატორი ბათუმი თბილისის სერვისი EvacuatorService.Ge რომელიც დაგეხმარებათ ავტომობილის ტრანსპორტირებაში თბილისის ბათუმი და ბათუმი თბილისის მიმართულებით.
3️⃣ ავტომობილის სერიოზული ტექნიკური პრობლემა
ზოგჯერ მანქანა შეიძლება ნაწილობრივ მუშაობდეს, მაგრამ მოძრაობა მაინც სარისკო იყოს.
მაგალითად:
- ძრავის გადახურება
- გადაცემათა კოლოფის პრობლემა
- ზეთის სრული დაკარგვა
- ძლიერი ვიბრაცია მოძრაობისას
ამ სიტუაციაში მანქანის მართვამ შეიძლება გამოიწვიოს ძვირადღირებული დაზიანება. ამიტომ ჯობია დროულად გამოიძახოთ ევაკუატორი და თავიდან აიცილოთ უფრო დიდი ხარჯები.
4️⃣ საბურავის მძიმე დაზიანება
თუ საბურავი მხოლოდ გაბზარულია, მისი შეცვლა შესაძლებელია. მაგრამ ზოგჯერ ხდება ისეთი დაზიანება, როცა:
- საბურავი მთლიანად იფეთქება
- დისკი დაზიანებულია
- მანქანას არ აქვს სათადარიგო საბურავი
ასეთ დროს მანქანის გადაადგილება ძალიან რთულია. ასეთ სიტუაციაში ევაკუატორის გამოძახება ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო გზაა.
5️⃣ უსაფრთხოება გზაზე
ზოგჯერ მთავარი მიზეზი არის უბრალოდ მძღოლის უსაფრთხოება.
თუ მანქანა გაჩერდა:
- ავტობანზე
- ღამით
- ცუდ ამინდში
- ქალაქიდან მოშორებით
მძღოლისთვის და მგზავრებისთვის შეიძლება შეიქმნას საშიში სიტუაცია. ასეთ შემთხვევაში ევაკუატორი არა მხოლოდ მანქანის გადაყვანას უზრუნველყოფს, არამედ გზაზე უსაფრთხოებასაც.