გაგეხვრიტათ საბურავი შუა გზაზე? არ გაქვთ სათადარიგო საბურავი ან საჭირო ხელსაწყოები? ნუ შეწუხდებით ევაკუატორის გამოძახებით. ჩვენი მობილური ჯგუფი მოვა თქვენს ლოკაციაზე და პრობლემას ადგილზევე მოგიგვარებთ!
საბურავის შეცვლა: დაზიანებული საბურავის სწრაფი შეცვლა სათადარიგოთი.
ადგილზე დაბერვა/შემოწმება: საბურავებში წნევის გასწორება უსაფრთხო მგზავრობისთვის.
ბოლტების მოხსნა: რთულად მოსახსნელი ან დაზიანებული ბოლტების პროფესიონალური მოხსნა.
საბურავის მიწოდება: თუ სათადარიგო არ გაქვთ, ჩვენ შეგვიძლია მოგიტანოთ თქვენთვის სასურველი ზომის საბურავი.
საბურავის შეცვლის სერვისი ბათუმში
ჩვენი გუნდი აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე ხელსაწყოთი. ჩვენ ვმუშაობთ ბათუმში, ხელვაჩაურში, ქობულეთსა და მიმდებარე ტერიტორიებზე. აღარ არის საჭირო უახლოეს ვულკანიზაციამდე მანქანის ბუქსირით თრევა – ჩვენ თვითონ მოვალთ თქვენთან!